28 აგვისტო 2026,   15:14
ვრცლად
რას მოიცავს ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი "იმოქმედე საქართველო" - მმართველ გუნდში პროექტების მიზნობრიობასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ

რეგიონის მასშტაბით 500 საზოგადოებრივი ორგანიზაცია, 3 000 სამოქალაქო აქტივისტი, მათ შორის, სკოლის მოსწავლეები, 50 ბიზნეს სუბიექტი ქვეყნის მასშტაბით - პროექტის სამიზნე ჯგუფი უკვე გაწერილია, გამოყოფილია თანხაც, რომელიც მილიონ ნახევარ ევროს აჭარბებს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტზე დღეს ევროკავშირის ელჩმაც ისაუბრა.

ევროპული ფულით დაფინანსებული პროექტების მიზნობრიობასთან დაკავშირებით, კითხვები აქვთ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" ლიდერებმა დღეს ის პროგრამები გაიხსენეს, რომლითაც მათი თქმით ქვეყანაში რადიკალური პროცესები ფინანსდებოდა.

დაფინანსებას მიესალმებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. მესამე სექტორში ამბობენ, რომ ევროკავშირის გრანტები მხოლოდ სასარგებლო პროექტებს ხმარდება.

არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად ფიქრობენ ოპოზიციაშიც. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ევროპული ფული საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის იხარჯება.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გარე ძალების მიერ დაფინანსებული პროექტების რეალური მიზნები არაერთხელ გამოაშკარავდა, უცხოური ფულის ისტორიამ კი აჩვენა, რომ მსგავსი პროგრამების ერთადერთი და რეალური მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობაა.

"იმოქმედე საქართველო" - პროექტის დაფინანსება თითქმის ორი მილიონი ევროა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა მიმდინარე წლის პირველ თებერვალს დაიწყო და 2027 წელს დასრულდება.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები