29 აგვისტო 2026,   20:18
ვრცლად
"ეს არის აღიარებითი ჩვენება, უცხოური ძალები NGO-ებს ურიცხავენ ათეულობით მილიონს იმისათვის, რომ აქ რაღაც რადიკალური პროცესები მოაწყონ" - გურამ მაჭარაშვილი

ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის ორწლიანი პროგრამა დაიწყო - ბიუჯეტი მილიონ 600 000-მდე ევროა.

ევროკავშირის ელჩის განმარტებით, მთავრობისთვის განკუთვნილი თანხა, მისი მოქმედებების საპასუხოდ სამოქალაქო საზოგადოების და მედიის დასახმარებლად გადამისამართდება.

როგორც "ხალხის ძალაში" აცხადებენ, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უცხოური ძალები ენჯეოებს ურიცხავენ ათეულობით მილიონს, რათა "რადიკალური პროცესები მოაწყონ":

"ის ფაქტი, რომ ერთ-ერთმა კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, პირდაპირ მიმართა ევროკავშირს და უთხრა 120 მილიონს რომ შეგვპირდით რატომ არ გვირიცხავთ ამას და რატომ გადაგვაგდეთო, ეს არის აღიარებითი ჩვენება იმასთან დაკავშირებით, როცა ჩვენ ვამბობდით, რომ უცხოური ძალები პირდაპირ ენჯეოებს ურიცხავენ  ათეულობით მილიონს იმისათვის, რომ აქ რაღაც რადიკალური პროცესები მოაწყონ,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

"რეაგირება საქართველოსთვის - მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ტრანსფორმაციისთვის" - ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სახელწოდებით პროგრამა 2027 წლის 31 იანვარს დასრულდება.

მიზნად დასახელებულია სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის, მედიის და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის განვითარება.

 

 
დღის ამბები