26 აგვისტო 2026,   08:20
ვრცლად
მზია ამაღლობელი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

მზია ამაღლობელი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაცია მისმა უფლებადამცველმა დაადასტურა.

"ვივამედის" სამედიცინო დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, კლინიკიდან გაწერისას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.

"პაციენტი გაეწერა, მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. მივეცით შესაბამისი რეკომენდაციები. ჩვენი რეკომენდაციებით შევთანხმდით, რომ დღეს გაეწერებოდა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, გააგრძელებდა ამ რეკომენდაციების შესრულებას. ერთი კვირაა იკვებებოდა", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

შეგახსენებთ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

დღის ამბები