უმრავლესობის ლიდერი კოალიცია "ერთიანობის" წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრობს, სადაც გია ჯაფარიძემ თქვა, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება, თავის დროზე, საქართველოსგან არც ერთ პარტნიორს არ მოუთხოვია. მმართველ გუნდში არ უკვირთ, რომ მათი ოპონენტები ვერც საერთაშორისო მოწოდებებს და ვერ საკუთარ განცხადებებს ვეღარ იხსენებენ.
სანქციებთან დაკავშირებით კითხვას ჯაფარიძემ "ღამის კურიერში" უპასუხა.
ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციასთან ერთად, იყო ცალკეული ქვეყნების ლიდერებისა და ევროპარლამენტართა მოწოდებებიც, რომ საქართველო ევროკავშირის სანქციებს უნდა შეერთებოდა. მსგავსი შინაარსის მოთხოვნა ერთ-ერთ რეზოლუციაშიც ჩაიწერა. ყველა ასეთ მოთხოვნას მხარს უჭერდა და უერთდებოდა ოპოზიცია. აწყობდა საპროტესტო აქციებსაც. კონკრეტული ფაქტები ოპონენტებს დღეს პრემიერ-მინისტრმა შეახსენა.
ოპოზიცია დღეს არა მხოლოდ საერთაშორისო მოწოდებებს, საკუთარ განცხადებებსაც უარყოფს. "კურიერის" არქივი არაერთ ასეთ კომენტარს ინახავს.
წარსულში ნათქვამს დღეს უარყოფენ "ლელოშიც", სხვა პარტიებში კი ფაქტების დასახელების შემდეგ პარტნიორების მოწოდებებიც გაახსენდათ.
სანქციების გვერდის ავლა საქართველოს შემთხვევაში პრობლემა რომ არ ყოფილა, ეს თავის დროზე, ჯეიმს ო"ბრაიენმაც განაცხადა, რომელიც თბილისში ამერიკის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციების კოორდინატორთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ოპონენტების მიზანმიმართულ დეზინფორმაციაზე "ქართული ოცნება" მაშინაც საუბრობდა და საუბრობს დღესაც.
რუსეთისთვის პირდაპირი სანქციების დაწესებაზე დღეს ხელისუფლების ოპონენტები უკვე აღარ საუბრობენ.