თავდაცვის ძალების ავტომობილები, გურიის რეგიონში დღის პირველ ნახევარში გამოჩნდა. ქართული ჯარი, სამაშველო ღონისძიებებში უკვე ჩაერთო.
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების სამაშველო ოპერაციებში ჩართვის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა დღეს მიიღო და შესაბამისი განკარგულებაც გამოსცა.
უკვე მესამე დღეა, რეგიონში რთულ მონაკვეთებზე, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, თუმცა ინტენსიური თოვა ხშირად სამუშაო პროცესს აფერხებს. ძლიერი ნალექის გამო, გზის საფარის სრულად ვერ იწმინდება და მალევე თოვლით იფარება. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მსგავსი დიდთოვლობა გურიაში, დიდი ხანია არ ახსოვთ.
ოზურგეთის სოფელ ჯუმათში, მაშველებმა სამი ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის ერთი მცირეწლოვან ბავშვია. გავრცელებულ ინფორმაციით, თოვლმა საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოანგრია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა დაზარალებულები უსაფრთხო ადგილას უკვე გადაიყვანეს.
დიდთოვლობას გურიის რეგიონში მსხვერპლიც მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით შუახნის მამაკაცი მეზობელს. სახურავის გაწმენდაში ეხმარებოდა, რა დროსაც ბეტონის ფილა დაეცა. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში მოხდა.
მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ დიდთოვლობით გამოწვეულმა პრობლემებმა გურიაში ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას, ვიდეო მიმართვით უპასუხა გარდაცვლილის ოჯახის წევრმა, მისი თქმით ბებიის გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა.
გურიაში, რთულ მონაკვეთებზე, მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა ამ დრომდე მუშაობს. პარალელურად, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს, დაზარალებულები უსაფრთხო ადგილას გადაჰყავთ. ეტაპობრივად ხდება რეგიონში ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენაც. 24 საათის განმავლობაში მუშაობს საგანგებო შტაბი.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში თოვა დღის მეორე ნახევარში შეწყდა და ბოლო ინფორმაციით, ცენტრალური გზები სრულად გაიწმინდა. მძიმე ტექნიკა მხოლოდ შიდა გზებზე რჩება, იქ სადაც თვლის საფარი მაღალია და ადგილობრივებს გადაადგილება უჭირთ.
რთული ვითარება რჩება ა ეტაპზე იქ, სადაც უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურის ნაწილი დააზიანა. დიდთოვლობის გამო, სკოლებში და ბაღებში სწავლა ამ დრომდე შეწყვეტილა.
სპეციალურ ტექნიკასთან ერთად, გზებზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომდგენლები, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ცენტრალურ მაგისტრალებზე გადაადგილებას აკონტროლებენ, გურიის რეგიონში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებში 600-მდე მეხანძრე მაშველი მონაწილეობს.