უკრაინაში ომის დაწყებიდან 3 წლის გასვლასთან დაკავშირებით, კიევში ევროპელი ლიდერები იკრიბებიან. უკვე ქვეყანაში არიან კანადისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრები, ასევე, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები.
2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის საოკუპაციო არმიამ, პუტინის დავალებით, უკრაინის სახელმწიფო საზღვარი რამდენიმე მიმართულებით გადაკვეთა. ქალაქებსა და დასახლებებზე სარაკეტო თავდასხმები გაიწყო.
გაეროს მონაცემებით, ომს უკრაინაში 12 600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დაიჭრა 29 000-ზე მეტი სამოქალაქო პირი. მსხვერპლი გაცილებით დიდია, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
ომის გამო, მილიონობით უკრაინელი დევნილი გახდა. ამ მომენტისთვის, რუსეთს უკრაინის ტერიტორიის 18% აქვს ოკუპირებული. ზელენსკის ინფორმაციით, ომს 50 000 უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. დაიჭრა 380 000.