საჩხერეში, აკაკი წერეთლის დაბადებიდან 186 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო მუზეუმში, ლიტერატურული პრემია "სხვიტორის" გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიება სოფელ სხვიტორში ჩატარდა.
გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს.
ღონისძიებაზე აკაკი წერეთლის ლექსები წაიკითხა მსახიობმა ბექნუ ქაფიანიძემ, მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს თათა ზაბახიძემ და "რანინელებმა".
ლიტერატურული პრემია "სხვიტორი" 2022 წელს საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმთან ერთად დააარსა და მისი ფინანსური მხარდამჭერი და ორგანიზატორია.
კონკურსი ფართომასშტაბიანია და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს.