22 ივნისი 2026,   02:45
ვრცლად
"იმედი მაქვს, დამატებით პროგრესს მივაღწევთ" - ჯეი დი ვენსი ირანთან მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე

შვეიცარიაში, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა. მედიის ინფორმაციით, პირველი 80-წუთიანი სესია 14-პუნქტიან ურთიერთგაგების მემორანდუმს დაეთმო - განსაკუთრებული აქცენტი ლიბანში არსებულ ვითარებაზე გაკეთდა. 

აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, აშშ-ისა და ირანის დელეგაციების დღევანდელი შეხვედრა ისტორიული მნიშვნელობისაა.

"იმედი მაქვს, დამატებით პროგრესს მივაღწევთ. დღევანდელი შეხვედრა ტექნიკური მოლაპარაკებების დასაწყისია, რომელიც ყველა აზრთა სხვადასხვაობას ვერ მოაგვარებს, მაგრამ საშუალებას მოგვცემს, ისტორიაში პირველად, მხარეებმა ერთმანეთისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გადავჭრათ", – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.

ირანის დელეგაციას ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩიც.

დღის ამბები