22 ივნისი 2026,   17:49
ვრცლად
სერბეთი და საქართველო არიან მეტი ვიდრე ორი ქვეყანა, რომლებსაც ჩამოყალიბებული აქვთ კარგი ორმხრივი ურთიერთობა. ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, გვაქვს საერთო ისტორია - ალექსანდარ ვუჩიჩი მიხეილ ყაველაშვილს

სერბეთს პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი მიხეილ ყაველაშვილს მიმართავს.

როგორც სერბეთის პრეზიდენტის წერილშია აღნიშნული, სერბეთის რესპუბლიკა და საქართველო არიან მეტი, ვიდრე ორი ქვეყანა, რომლებსაც ჩამოყალიბებული აქვთ კარგი ორმხრივი ურთიერთობა.

"სერბეთის რესპუბლიკა და საქართველო არიან მეტი ვიდრე ორი ქვეყანა, რომლებსაც ჩამოყალიბებული აქვთ კარგი ორმხრივი ურთიერთობა - ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, გვაქვს საერთო ისტორია, რომელიც ურთიერთგადაჯაჭვულია, განმტკიცებულია მართლმადიდებლობით, რამაც გაუძლო დროის მკაცრ გამოცდას.

მე ვიყავი განსაკუთრებულად ბედნიერი და ამავე დროს შთაბეჭდილების ქვეშ იმ სწრაფი ტემპით, რომლითაც თქვენი ქვეყანა განიცდის პროგრესს და ასევე მისი ხელმძღვანელობისა და ხელისუფლების მზაობით, გამოიჩინონ მაქსიმალური ძალისხმევა საქართველოს წარმატებისა და ხელშესახები შედეგების მიღწევისათვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობის საუკეთესო მომენტები ჯერ კიდევ წინ არის, ჩვენი ბიზნეს საზოგადოებებისა და მოქალაქეების სასარგებლოდ, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ ძლიერი სიყვარული აკავშირებთ. ჩემდამი თქვენი კეთილგანწყობა ნათლად იგრძნობოდა კახეთის რეგიონის სილამაზის ჩვენების ჟამს, როდესაც მისი მდიდარი კულტურა, ღვინის დაყენების ტრადიცია და რელიგიური ციხესიმაგრეები გამაცანით.

მაშინ როდესაც, მოუთმენლად ველი ჩვენი ურთიერთობის და ძმური კავშირების შემდგომ გაღრმავებას, ვსარგებლობ შესაძლებლობით, რათა კიდევ ერთხელ განგიახლოთ ჩემი თქვენდამი გულითადი პატივისცემა", - აღნიშნავს ალექსანდარ ვუჩიჩი.

დღის ამბები