კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ სტარმერმა უმნიშვნელოვანეს საკითხებში კრახი განიცადა.
"მან კრახი განიცადა ორ უმნიშვნელოვანეს საკითხში - მიგრაციასა და ენერგეტიკაში (გახსენით ჩრდილოეთის ზღვის ნავთობი!). წარმატებებს ვუსურვებ!" - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
იქამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კირ სტარმერმა, შესაძლოა, ხვალ გადადგომის შესახებ განაცხადოს.