21 ივნისი 2026,   23:23
ვრცლად
ირანის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმების ამოქმედებისთვის ლიბანში ომის დასრულება აუცილებელია

აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმება ლიბანში ომის დასრულებამდე ვერ ამოქმედდება, - განაცხადა ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის ოფისის უფროსის მოადგილემ, სეიედ მეჰდი ტაბატაბაიმ.

„ლიბანში სიონისტური რეჟიმის დანაშაულების გაგრძელება მთელი შეთანხმების გაუქმებას გამოიწვევს“, - დაწერა მან X-ზე.

ირანის მთავარი მომლაპარაკებლის, მოჰამად ბაგერ ბაღაის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე აშშ-ირანის თავდაპირველი სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის საკითხს წამოჭრიან. მისივე თქმით, დელეგაცია მოლაპარაკებების გაგრძელებას საღამომდე გეგმავს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის უფრო დიდხანს გაგრძელდეს.

დღის ამბები