22 ივნისი 2026,   17:31
ვრცლად
"ლელო" ბადრისა და მამუკას ბიზნესპროექტია - მიხეილ სააკაშვილი

კრიზისი "ნაციონალურ მოძრაობაში" და დაშლილი ოპოზიციური ალიანსი - სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" 9 პარტიის ერთობა უნდა დატოვოს. მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა კი სოციალურ ქსელში წერს, რომ ალიანსში შესვლა მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება იყო და თავად ამ პროცესს ეწინააღმდეგებოდა. ბოკუჩავას თამარ ჩერგოლეიშვილი ისევ მწვავედ აკრიტიკებს და წერს, რომ ვინ დასრულდა, საზოგადოებამ უკვე კარგად დაინახა.

ოპოზიციაში არსებულ მძიმე კრიზისს ადასტურებს მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც დღეს სასამართლო სხდომაზე ისიც თქვა, რომ პარტია "ლელო" ხაზარაძე-ჯაფარიძის ბიზნეს პროექტია.

"დღევანდელი ოპოზიცია გამარჯვების კრიტერიუმებს ვერ პასუხობს. როგორ უნდა გაიმარჯვოს ისეთმა ოპოზიციამ, რომელიც საკუთარი თავის დამკვიდრების ხარჯზე ჩემს დაკნინებას ცდილობს? "ლელო" ბადრისა და მამუკას ბიზნესპროექტია. ამის გარდა, არსებობს რამდენიმე მცირე ბიზნესპროექტიც, რომლებსაც სავაჭროდ იყენებენ და გამარჯვებაზე არ არიან ორიენტირებულები. ამბობენ, გადაწყვეტილებები დახურულ წრეში მიიღება, მიშა იზოლაციაშიაო, მათ შორის, ეს ჩემი მეგობრებისგან მოვისმინე. მე არავინ მომიხსნია, არავინ დამინიშნავს - უბრალოდ აზრი გამოვთქვი, რომელიც შეიძლება გაიზიაროთ ან არ გაიზიაროთ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები