დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.
როგორც სტარმერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დატოვებს.
სტარმერმა მადლობა გადაუხადა მეგობრებსა და კოლეგებს, რომლებიც მის გვერდით იდგნენ, ასევე პრემიერ-მინისტრის ოფისის თანამშრომლებს და "გამორჩეულ საჯარო სამსახურს".
სტარმერის თქმით, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მან თანამდებობაზე ყოფნისას მიიღო, განპირობებული იყო სურვილით, პირველ ადგილზე დაეყენებინა საყვარელი ქვეყანა.
მანამდე უცხოური მედია, სტარმერის ამ მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე აქტიურად წერდა, პრესა აცხადებდა, რომ უახლოესი მოკავშირეების მხარდაჭერის დაკარგვის ფონზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი თანამდებობის დატოვებისთვის ემზადებოდა.
გავრცელებული ცნობით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად დიდი მანჩესტერის მერი ენდი ბერნემი განიხილება. მან გასულ კვირას საპარლამენტო შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა.
კირ სტარმერის პოზიციები განსაკუთრებით მას შემდეგ შესუსტდა, რაც ლეიბორისტულმა პარტიამ მაისში გამართულ მუნიციპალურ არჩევნებში მარცხი განიცადა.
წყარო: CNN