კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორად თეა ონიანი დაინიშნა. ახალი დირექტორი სააგენტოს თანამშრომლებს მინისტრმა თინათინ რუხაძემ წარუდგინა.
შეხვედრაზე, დარგში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.