პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, დახვედრები რადიკალური ოპოზიციის ხელწერაა და არა "ქართული ოცნების". მაჭავარიანი, ამ კომენტარით, "საქართველოსთვის" მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ პარტიის თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას აეროპორტში დახვდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
მაჭავარიანის თქმით, "ქართულ ოცნებას" 1 120 000-ზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს და შესაძლოა, ზოგ მათგანს კვერცხის სროლის, ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების სურვილი გაუჩნდეს ნებისმიერო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მიმართ.
"დახვედრები ჩვენი ხელწერა არასდროს ყოფილა და არც იქნება, ეს რადიალური ოპოზიციის ხელწერაა, თითქოს აღშფოთებული მოქალაქეები ხვდებიან-ხოლმე პოლიტიკოსებს და შემდეგ ეს მოქალაქეები "ელინკებიან" , რომელიმე "ენჯეოსთან", ან რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებთან.
1 120 000-ზე მეტი ამომრჩეველი გვყავს და ვიღაცას თუ რაღაცის თქმა უნდა, ეს გახარია იქნება, თუ ნებისმიერი სხვა, არავის აქვს უფლება, რომ ამ მოქალაქეს ტიტუშკა, ან დაქირავებული დაარქვან.
1 120 000 მოქალაქეზეა საუბარი და ვიღაცას შეიძლება კვერცხის სროლის სურვილი გაუჩნდეს და ვიღაცას შეიძლება იმის სურვილი გაუჩნდეს, რომ სიმართლე მიახალოს ბატონ გახარიას, თუ ნებისმიერი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელს", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.