20 აგვისტო 2026,   23:35
ვრცლად
"30-ზე მეტი ქვეყნის მეთაური მონაწილეობდა სამიტში - მოგვეცა საშუალება, სპარსეთის ყურის სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციასთან გვქონოდა შეხვედრები და გვემსჯელა თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე" - ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, დუბაიში მიმდინარე სამიტში 30-ზე მეტი ქვეყნის მეთაური მონაწილეობდა და მათ საშუალება ჰქონდათ, სპარსეთის ყურის სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციას შეხვედროდნენ და ემსჯელათ თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის, ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობებზე.

მისი განმარტებით, ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გამყარების თვალსაზრისით.

"30-ზე მეტი ქვეყნის მეთაური მონაწილეობდა სამიტში და ჩვენ მოგვეცა საშუალება, სპარსეთის ყურის სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციასთან გვქონოდა შეხვედრები და გვემსჯელა თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის, ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობებზე. ასევე, ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გამყარების მიზნით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად დაკავშირებულია ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან სხვადასხვა სფეროში. ეს იქნება, როგორც უძრავი ქონების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის ლოჯისტიკის და ინფრასტრუქტურის მიმართულებებით", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები