25 აგვისტო 2026,   22:19
ვრცლად
"ჩვენ მშვიდობის მიღწევის გზაზე ვართ - ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკისაც მშვიდობა სურთ" - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და მშვიდობის მიღწევის გზაზე არიან, რადგან მათ ყველას მშვიდობა სურთ.

ტრამპის განმარტებით, სატელეფონო საუბრის გარდა, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაც ექნება, რომელიც საუდის არაბეთში გაიმართება.

"ჩვენ გვქონდა შესანიშნავი სატელეფონო საუბარი, მე და რუსეთის პრეზიდენტს, რომელიც დიდხანს, ერთ საათზე მეტი გაგრძელდა. ამის შემდეგ ამ დილით ასევე ტელეფონით ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკისაც. ვფიქრობ, ჩვენ მშვიდობის მიღწევის გზაზე ვართ. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკისაც მშვიდობა სურთ. მეც, რა თქმა უნდა. მინდა ვნახო, რომ ხალხი აღარ იღუპება. საუბარს ორივე მხარესთან გავაგრძელებ. პუტინთან, სატელეფონო საუბრის გარდა, შეხვედრა მექნება. პირველად საუდის არაბეთში შევხვდებით. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა რაიმეს გაკეთებას. მაგრამ ჩვენ გვინდა ამ ომის დასრულება, რომელიც კატასტროფაა. მართლა სისხლიანი, საშინელი ომია", - განაცხადა ტრამპმა.

დღის ამბები