ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლის შესახებ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტში, საქართველოსთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების ნარკოტიკებთან ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერებას.
აშშ-ის ინიციატივით, საქართველო შეუერთდა 2023 წელს ჩამოყალიბებულ გლობალურ კოალიციას სინთეზური ნარკოტიკების წინააღმდეგ საბრძოლველად.