ტრამპი პირობას დებს, რომ შეეცდება მსოფლიოში წესრიგი დაამყაროს, თუმცა ამ საქმეში ის მარტო არაა, ამერიკის 47-ე პრეზიდენტს ზურგს გუნდი უმაგრებს, რომელთა რიგებში ბევრი საინტერესო ადამიანია, საინტერესო ისტორიით.
ჯეი დი ვენსი - ამერიკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ვიცე-პრეზიდენტი. 40 წლიწ ვენსის პოლიტიკური ცხოვრება 2022 წელს, სენატში არჩევით დაიწყო, მანამდე ის ბიზნესსექტორში მუშაობდა.
ბიზნესიდან პოლიტიკაში გადაბარგებული ვენსი 2016 წელს გამოცემული ბესტსელერის ავტორია. "ჰილ ბილი ელეჯი" - მემუარის ჟანრის წიგნია, რომელშიც ავტორი თავის ბავშვობაზე წერს, მათ შორის, მშობლებზე და ნარკოდამოკიდებულ დედაზე.
წიგნის საფუძველზე, "ნეტფლიქსმა" 2020 წელს ფილმიც გადაიღო. ბიჭი ღარიბების უბნიდან, რომელიც წლების შემდეგ გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა გახდა - ამერიკა როგორც შესაძლებლობების ქვეყანა.