29 აგვისტო 2026,   20:19
ვრცლად
"გახარიამ ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ პროვოკატორიც თვითონ არის და კონფლიქტიც თვითონ დაიწყო" - რატი იონათამიშვილი

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებას, სადაც ის ბათუმის შერატონში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს, "ქართულ ოცნებაში" აღიარებითი ჩვენება უწოდეს. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ გიორგი გახარიამ აღიარა, რომ კონფლიქტიც თავად დაიწყო.

"გახარიამ ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ პროვოკატორიც თვითონ არის და კონფლიქტიც თვითონ დაიწყო. რაც შეეხება იმას, რა ახსოვს და რა არა, ამ ადამიანს თუ რამე აქვს დაკარგული, გონება კი არა სინდისი აქვს დაკარგული უკვე ძალიან დიდი ხანია. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები ჩვენი საზოგადოებისთვის არიან კატეგორიულად მიუღებლები. ის გარდა იმისა, რომ არის მოღალატე, არის პროვოკატორიც, არის მოძალადეც და თუ საკადრისი პასუხი მიიღო, ეს საკუთარ პროვოკატორ ბუნებას დააბრალოს," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.  

გიორგი გახარიამ პროკურატურაში გამოკითხვისა და ბათუმის შერატონში მომხდარ დაპირისპირებაზე დღეს ბრიფინგზე ისაუბრა.  ის ადასტურებს, რომ მან ესროლა ჭიქა დიმიტრი სამხარაძეს, რის შემდეგაც მისივე თქმით, ჯგუფურად თავს დაესხნენ. 

"მას შემდგომ რაც მე მქონდა რეაქცია, და მე ამას არ უარყოფ, ქაღალდის ჭიქით და დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი ასე რომ ვთქვათ, ამის შემდგომ ისინი ჯგუფურად თავს დამესხნენ, რის შედეგადაც, როგორც ექიმებმა მითხრეს, მე გონება დავარგე. რეაქცია გამოიხატებოდა ქაღალდის ჭიქით ყავის შესხმით თუ ამ ჭიქის სროლით. დიახ, ეს მე გავაკეთე,“ - ამბობს გიორგი გახარია.

 

დღის ამბები