შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა დავით კეზერაშვილი.
"დაინტერესებულ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ჩემს საკუთრებაში არსებული სახლის, რომელშიც 2012 წლის შემდეგ არავის უცხოვრია, ჩხრეკისას ამოღებული იარაღის ნაწილი მეკუთვნის მე და მასთან არანაირი შეხება არასოდეს არ ქონია დიმიტრი ჩიქოვანს.
იარაღი, რომელიც ინახებოდა ჩემს სახლში, დავტოვე 2012 წლის ოქტომბერში საქართველოდან იძულებით გამომგზავრების წინ, გაფორმებულია და ინახებოდა კანონის სრული დაცვით.
ამ იარაღის არსებობის შესახებ, წლებია, სრული ინფორმაცია ჰქონდა როგორც ე.წ. შსს-ს, ასევე სასამართლოს, რომელიც ჩემს სხვა ქონებასთან ერთად არაერთხელ იქნა დაყადაღებული.
ყველაფერი, რაც არ არის გაფორმებული, არის ამ ე.წ. უწყების მიერ ჩადებული", - წერს დავით კეზერაშვილი.