14 აგვისტო 2026,   19:01
ვრცლად
"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა, რომ კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს 2008 წლის ომამდე ბიუჯეტიდან გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობით თანხა, 5 მილიონ 60 ათასი ევრო" - ანრი ოხანაშვილი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს 2008 წლის აგვისტოს ომამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობით თანხა, 5 მილიონ 60 ათასი ევრო, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომა ასევე დაადგინა, რომ კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნას ადგილი არ ჰქონია.

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს 2008 წლის აგვისტოს ომამდე, მცირე ხნით ადრე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაფლანგა ქართული არისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობით თანხა, 5 მილიონ 60 ათასი ევრო, რაც დღევანდელი კურსით შეადგენს დაახლოებით 15 მილიონ ლარს. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დავით კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნას ადგილი არ ჰქონია. ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი კეზერაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ იყო დასაბუთებული და მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია”, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

დღის ამბები