ლანჩხუთის მერიამ ლანჩხუთელ ახალგაზრდებს სტუდენტობა მიულოცა. სხვადასხვა კატეგორიაში, 32 ოქროსა და ვერცხლის მედალოსან, 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე კურსდამთავრებულებს, მუნიციპალიტეტისგან ფულადი ჯილდოც გადაეცათ.
მერიის ორგანიზებით გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც სიგელები გადასცეს წარმატებულ კურსდამთავრებულებსაც . ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე გურიის მაჟორიტარი დეპუტატი და რესურსცენტრის ხელმძღვანელი.