23 ივნისი 2026,   18:23
ვრცლად
უკრაინის უმაღლესმა რადამ რომის სტატუტის რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ რომის სტატუტის რატიფიცირებას მხარი დაუჭირა. კანონპროექტს 450-დან 281-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ კანონპროექტების პაკეტი რადას ქვეყნის პრეზიდენტმა 15 აგვისტოს წარუდგინა. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო რომის სტატუტის საფუძველზეა შექმნილი და წესდება 124 ქვეყანას აქვს რატიფიცირებული.

დღის ამბები