რუსთავის მერია, მეგობრობის გამზირზე "გონაშვილის სახელობის სკვერის" რეაბილიტაციას იწყებს. 4, 300 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე, ახალი საფეხმავლო ბილიკები, მწვანე სივრცე და დასასვენებელი ზონები მოეწყობა.
ახალ რეკრეაციულ სივრცეში, რუსთავის ქორეოგრაფიული ფესტივალის, "ქართულის" სიმბოლო, - მოცეკვავე წყვილის სკულპტურა და ჰამლეტ გონაშვილის ბიუსტიც განთავსდება.
ახალი საზოგადოებრივი სივრცის პროექტი მოსახლეობას რუსთავის მერმა გააცნო.