სოფელ დიღომში 30 წლამდე კაცი მოკლეს - არსებული ინფორმაციით, გიორგი ქობულაშვილს დანით სასიკვდილო ჭრილობები თანასოფლელმა საკუთარ სახლთან მიაყენა. ადგილზე ამბობენ კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო და ფიზიკურ დაპირისპირებას წინ შელაპარაკება უძღოდა.
მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დამნაშავე გაიქცა, მას პოლიცია ეძებს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს