საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში პოეტის, თორნიკე აბულაშვილის ორი წიგნის პრეზენტაცია შედგა. ორივე მათგანში დღემდე გამოუქვეყნებელი ლექსებია შესული.
თორნიკემ ლექსების წერა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ახალგაზრდა პოეტს კიდევ ორი კრებული აქვს გამოქვეყნებული, რომელსაც ლიტერატურულ წრეებში საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა.