24 ივნისი 2026,   23:30
ვრცლად
ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ღაზის სექტორში 80 ადამიანი დაიღუპა

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ღაზის სექტორში 80 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ქვეყნის საჰაერო და საზღვაო ძალებმა განახორციელეს იერიშები ღაზის სექტორში სხვადასხვა ტერორისტულ სამიზნეებზე.

პარალელურად, პალესტინის შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა განაცხადეს, რომ მათ ღაზის სხვადასხვა ნაწილში, ისრაელის სამხედროებზე იერიშები მიიტანეს.

"ჰამასის" შეიარაღებული ფრთა თავს დაესხა ისრაელის ტანკებს, შედეგად დაიღუპა რამდენიმე ჯარისკაცი.

ისლამური "ჯიჰადის" მოძრაობა კი აცხადებს, რომ იაბნას ლტოლვილთა ბანაკის ტერიტორიაზე - ქალაქ რაფაში, ისრაელის სამხედრო მანქანები დაბომბეს. თავდასხმას მოყვა მსხვერპლი.

 

 

დღის ამბები