24 ივნისი 2026,   03:19
ვრცლად
ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ ისრაელს Starlink-ის ინტერნეტ მიმღებები ირანში კონტრაბანდულად შეჰქონდა და მომიტინგეებს ეხმარებოდა

ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ ისრაელს Starlink-ის ინტერნეტ მიმღებები ირანში კონტრაბანდულად შეჰქონდა მთავრობის საწინააღმდეგო მომიტინგეების დასახმარებლად, თუმცა მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობამ ეს გეგმები ბოლომდე ვერ განახორციელა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

ნაფტალი ბენეტმა, რომელიც 2021 წლიდან 2022 წლამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, იერუსალიმში გამართულ JNS-ის საერთაშორისო პოლიტიკურ სამიტზე განაცხადა, რომ მან დაიწყო "ათიათასობით Starlink-ის მიმღების ირანში შეძენისა და კონტრაბანდის გზით გადატანის პროცესი, რაც ინტერნეტისა და სოციალური მედიის უწყვეტობას უზრუნველყოფდა".

ირანმა ადრე ისრაელი და აშშ დაადანაშაულა ამ მოწყობილობების კონტრაბანდაში და ამ გზით ქვეყნის უსაფრთხოების ხელყოფაში. Starlink-ს არ აქვს ირანში ოპერირების ლიცენზია, თუმცა მასკმა ადრე განაცხადა, რომ სერვისი იქ ფუნქციონირებს.

ბენეტის თქმით, მოწყობილობები მიზნად ისახავდა მომიტინგეებისთვის დახმარების გაწევას ქმედებების კოორდინირებაში და საბოლოოდ ირანის მთავრობის დამხობას.

"სამწუხაროდ, ისრაელის ამჟამინდელმა არაკომპეტენტურმა მთავრობამ ეს შეწყვიტა და როდესაც პროტესტი დაიწყო, ეს ინფრასტრუქტურა არ არსებობდა," - აღნიშნა ბენეტმა.

დღის ამბები