23 ივნისი 2026,   21:17
ვრცლად
თქვენ ისაუბრეთ აქციაზე დაკავებულ ადამიანებზე და არ შემეძლო ეს გამეტარებინა, ვერ მივიღებ თქვენს გულშემატკივრობას, რადგან ეს აქცია იყო ძალადობრივი და ამ ყველაფერმა განაპირობა ის კანონები, რაც ჩვენ მივიღეთ - ნინო წილოსანი ომბუდსმენს

თქვენ ისაუბრეთ აქციაზე დაკავებულ ადამიანებზე და არ შემეძლო ეს გამეტარებინა, მიუხედავად იმისა, რომ ვხვდები, ეს ჩვეულებრივად ლიბერალური ტრენდის ნაწილია, რომ ასეთი დავარცხნილი და გულშემატკივრის პოზიდან გესაუბრათ ამ ყველაფერზე, - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს, რომელმაც დღეს პარლამენტში ანგარიში წარადგინა.

წილოსანის თქმით, ვერ მიიღებს იოსელიანის მხრიდან აქციაზე დაკავებული პირების მიმართ გულშემატკივრობას, რადგან აქცია ძალადობრივი ხასიათის იყო:

"ისაუბრეთ აქციაზე დაკავებულ მოქალაქეებზე და არ შემეძლო ეს გამეტარებინა, მიუხედავად იმისა, რომ ხვდები, ეს ჩვეულებრივად ლიბერალური ტრენდის ნაწილია, რომ ასეთი დავარცხნილი და გულშემატკივარი პოზიდან გესაუბრათ ამ ყველაფერზე. თუმცა, ვერანაირად ვერ მივიღებ თქვენს გულშემატკივრობას. რატომ? ის, რომ ეს აქცია იყო ძალადობრივი და რა მიზნებსაც ისახავდა თავის თავში, ამ ყველაფერმა განაპირობა ის კანონები, რაც ჩვენ მივიღეთ. მათ შორის, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებით. ამან განაპირობა ამ კანონების შესაბამისი აღსრულება, რომლისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს და მის წარმომადგენლებს. ჯამში, თქვენს ანგარიშში, სამწუხაროდ, თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ თურმე ჩვენ, კანონმდებლებს და მათ შორის სამართალდამცავ უწყებებს არ გვაქვს უფლება, რომ ვიზრუნოთ მოქალაქეებზე. იმიტომ, რომ კანონის მარტივი განმარტებაა - ჩვენ ვიღებთ კანონებს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი წესები დავაწესოთ," - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები