10 სექტემბერი 2026,   11:03
ვრცლად
საპროტესტო აქციაზე, სავარაუდოდ, კიდევ ორი პირი დააკავეს

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ, ორი პირი დააკავეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე პარლამენტის შენობაზე წარწერებს აკეთებდა, რა დროსაც მასთან კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ, აღნიშნული ქმედების შეწყვეტა მოსთხოვოს, რის შემდეგადაც აქტივისტი დააკავეს.

აქციის მონაწილის დაკავებას სხვა აქტივისტების მხრიდან გამოქომაგება და სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. დაკავების დროს, ტერიტორიაზე იყო ჟურნალისტი, რომელიც სამართალდამცველებმა პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე შეიყვანეს. სავარაუდოდ, სამართალდამცველებმა ის ტერიტორიიდან განარიდეს.

დღის ამბები