10 სექტემბერი 2026,   11:03
ვრცლად
"მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებას და ცემას ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში" - ბრიტანეთის საელჩო თბილისში მიმდინარე მოვლენებზე

დიდი ბრიტანეთის საელჩო თბილისში ბოლო დროს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება და გამოძიებულ იქნას ყველანაირი უფლებადარღვევა.

"მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებას, ცემას და პოსტერებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოღალატეებად შერაცხავს, ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას, მისი დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად", - წერია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

დღის ამბები