სომხეთის მთავრობის რეზიდენციიდან დაახლოებით 10 კილომეტრში გუშინ საღამოს აფეთქების ხმა გაისმა. მიზეზი ერევნის ნორ-ნორკის რაიონში მდებარე პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმაა. ხელყუმბარით შეიარაღებულმა სამმა პირმა შენობაში შესვლა სცადა. მოგვიანებით, ადგილობრივი მედიის ცნობით, მათ ხელყუმბარა განყოფილების შესასვლელთან აამოქმედეს. შედეგად, სამი თავდამსხმელიდან ორი დაშავდა, დაკავებულია მესამე პირი.
რას ითხოვდნენ პოლიციის შენობაში შეჭრილი პირები?! - ინფორმაცია არ კონკრეტდება, თუმცა, თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე, ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ის უკმაყოფილებას გამოთქვამდა აზერბაიჯანთან მიმართებით სომხეთის ხელისუფლების პოლიტიკის გამო და ხალხს პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდებდა.
გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს.