25 ივნისი 2026,   16:56
ვრცლად
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ ბორჯომში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

ბორჯომში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. სააგენტოს დირექტორმა, მონაწილეებს უწყების მიზნები, სერვისები და პროგრამები გააცნო.

ყურადღება გამახვილდა მაღალმთიან რეგიონებში დასაქმების ხელშეწყობასა და სასტუმრო- სარესტორნო ბიზნესში კადრების მოძიება-გადამზადების აუცილებლობაზე. გარდა ამისა, მხარეებმა შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებულ სიახლეებზეც ისაუბრეს.

„დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო დღეს შეხვდა სამცხე-ჯავახეთის კერძო სექტორისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს. მოვისმინეთ დამსაქმებლების საჭიროებები, ინიციატივები და შეკითხვები. სამომავლოდ ჩვენ ვგეგმავთ თანამშრომლობა გავაგრძელოთ და კიდევ დავგეგმოთ მსგავსი ღონისძიებები სხვადასხვა რეგიონებში“, - აცხადებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ეკატერინე სურმავა.

დღის ამბები