კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ინტერპოლი ) გამოთქვამს მზადყოფნას, რუსეთს "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარი ტერაქტის გამოძიებაში დაეხმაროს.
"მკაცრად ვგმობ "კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმას, საზარელ აქტს უდანაშაულო სამოქალაქო პირების წინააღმდეგ. ფიქრებით მსხვერპლთა ოჯახებთან და მეგობრებთან ვართ. ინტერპოლი მზადაა, დაეხმაროს გამოძიებას, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება აწარმოებს“, - ამის შესახებ X-ზე ინტერპოლის გენერალური მდივანი იურგენ შტოკი წერს.
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში, "კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წინასწარი მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.