betsson.sport-ი, რომელიც YouTube არხ "ოქტოპუსის" სპონსორია, განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება "სკეტჩს," რომელშიც ლეიკემიით დაავადებულთა მძიმე მდგომარეობა იუმორისტულ და გასართობ კონტექსტში იყო გამოყენებული.
betsson.sport-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ არსებობს მაღალი სენსიტიურობის საკითხები, რომელიც განსაკუთრებულად ფრთხილ მიდგომასა და მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას მოითხოვს:
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მივიჩნევთ ჩვენი პოზიციის გაცხადებას.
გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ კომპანია, როგორც სპონსორი, არ ერევა იუთუბ არხის სარედაქციო პოლიტიკასა და შინაარსში.
იმავდროულად, მიგვაჩნია რომ არსებობს მაღალი სენსიტიურობის საკითხები, რომელიც განსაკუთრებულად ფრთხილ მიდგომასა და მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას მოითხოვს.
მივესალმებით იუთუბ არხის მხრიდან მოხდილ ბოდიშს და ვიმედოვნებთ, რომ ამიერიდან მათ მიერ გათვალისწინებული იქნება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა,"- აღნიშნულია განცხადებაში.