TBC Bank-ი, რომელიც YouTube არხ "ოქტოპუსის" სპონსორია, განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება "სკეტჩს," რომელშიც ლეიკემიით დაავადებულთა მძიმე მდგომარეობა იუმორისტულ და გასართობ კონტექსტში იყო გამოყენებული.
TBC Bank-ის განმარტებით, ისინი არ ერევიან გადაცემის სარედაქციო პოლიტიკაში. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი თემები განსაკუთრებულ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას მოითხოვს.
"აღნიშნულ საკითხზე "ოკტოპუსმა" უკვე გააკეთა განცხადება. ჩვენ არ ვერევით გადაცემის სარედაქციო პოლიტიკაში. ჩვენი პოზიციაა, რომ მსგავსი თემები განსაკუთრებულ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას მოითხოვს და მათზე ხუმრობა მიუღებელია," - აღნიშნულია TBC Bank-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გაწყვეტს თუ არა TBC Bank და "Betsson Sport" YouTube არხთან ურთიერთობას, რომელზეც ონკოპაციენტების თემაზე უხეშად იხუმრეს - ონკოპაციენტი ბავშვების მშობლების შემდეგ, განცხადება კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაციამ გაავრცელა.
ორგანიზაცია გმობს YouTube არხზე გავრცელებულ სიუჟეტს და მოუწოდებს სპონსორებს, მათ შორის TBC Bank-ს და "Betsson Sport-ს" საჯაროდ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. გადახედონ, რა ღირებულებებს უჭერენ მხარს საკუთარი დაფინანსებით.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა გაიზიაროს, რადგან დაავადებაზე სიცილი ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანის ღირსების შელახვა და სტიგმის გაღრმავება.