21 სექტემბერი 2026,   12:50
ვრცლად
მეთერთმეტე არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში საგრანტო პროექტი "ერუდიციის კურსი" მიმდინარეობს

Nმეთერთმეტე არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, საგრანტო პროექტი "ერუდიციის კურსი" მიმდინარეობს.

პროექტი იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და მისი მიმართულება ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებაა.

არასრულწლოვანი მსჯავრდებულები სალექციო კურსის ფარგლებში გაეცნობიან კლასიკური ლიტერატურის სპეციალურად შერჩეულ ნაწარმოებებს და გააანალიზებენ მათ დისკუსიის ფორმატში. შეისწავლიან იმ ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კაცობრიობის განვითარების საქმეში. გაეცნობიან ზოგიერთი სახელმწიფოს კულტურის ისტორიას. წელს იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 17 პროექტს აფინანსებს.

დღის ამბები