გახდება თუ არა ამერიკელი სამართალდამცველის მიერ ერთ-ერთი მამაკაცის მძიმედ დაჭრა, მორიგი მასშტაბური არეულობის მიზეზი? - ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში, ამერიკის საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლის მიერ მოქალაქის დაჭრას საპროტესტო აქცია მოჰყვა.
შეკრებილები ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკას აპროტესტებდნენ. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა.