გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, საქართველოს მასშტაბით, 19 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა. დალუქულია 27 მორი და 3 კუბურ მეტრზე მეტი ფიცარი. 11 ცირკული და 1 ლენტური ტიპის უკანონო საამქრო გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე.
აჭარასა და გურიაში კი 3. აქედან ორი საამქრო ხარაგაულში, ერთი კი ხაშურში დაილუქა. ლენტური ტიპის საამქრო აღმოაჩინეს ბოლნისშიც, ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის ეზოში.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.