24 ივნისი 2026,   22:45
ვრცლად
"შტატების კონგრესის აბსოლუტური უმრავლესობა მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა დაეხმაროს უკრაინას ყაჩაღი ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში" - ჯოზეფ ბაიდენი

გაერო-ს 50-ზე მეტი სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, გმობს რუსეთის მცდელობას, ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში.

შესაბამისი ერთობლივი განცხადება გაეროში უკრაინის ელჩმა წაიკითხა. მისი განცხადებით, ასეთი არჩევნები საერთაშორისო სამართლით ლეგიტიმური არ არის.

"შტატების კონგრესის აბსოლუტური უმრავლესობა მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა, დაეხმაროს უკრაინას ყაჩაღი ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში. კრემლი არის ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი ძალა, მსოფლიოს მისგან დაცვა სჭირდება.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, საერთაშორისო სამართლის უზენაესობასა და თავისუფლებას. უკრაინა არ უნდა დაეცეს და ჩვენ იმდენ ხანს უნდა ვიდგეთ კიევის მხარეს, რამდენიც საჭირო იქნება", - აცხადებს ბაიდენი. 

დღის ამბები