25 ივნისი 2026,   02:44
ვრცლად
"გამქრალი" ჩატები და საიდუმლო შეთანხმებები - ფონ დერ ლაიენის საქმეზე ომბუდსმენმა მოკვლევა დაიწყო

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კვლავ გამოძიების ობიექტია.

ევროპის ომბუდსმენმა ოფიციალური მოკვლევა დაიწყო იმ საიდუმლო ჯგუფური ჩატის შესახებ, რომელშიც ევროკომისიის პრეზიდენტი მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან ერთად მონაწილეობდა.

აღნიშნულ ჯგუფში, ევროკომისიის პრეზიდენტის გარდა, ჩართულნი იყვნენ - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, დიდი ბრიტანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და ფრიდრიხ მერცი.

ინფორმაცია მოკვლევის დაწყების შესახებ დაფიქსირებულია წერილში, რომელიც ევროკომისიას გასულ კვირას გაეგზავნა.

მოკვლევა უშუალოდ ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ გაგზავნილ ტექსტურ შეტყობინებებს უკავშირდება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფონ დერ ლაიენის ციფრული კომუნიკაციები გამოძიების საფუძველი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ლიდერებს შორის არაოფიციალური კომუნიკაცია ჩვეულებრივი მოვლენაა, ევროკავშირის სტრუქტურებში ეს საკითხი ინსტიტუციური დატვირთვის მატარებელია.

ექსპერტები მიუთითებენ, რომ როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტი ასეთ დახურულ ჯგუფებში მონაწილეობს, სადაც შესაძლოა განიხილებოდეს ევროკავშირის პოლიტიკისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები, ჩნდება საფრთხე, რომ გადაწყვეტილებები მიიღება დახურულ კარს მიღმა, ყოველგვარი საჯარო ანგარიშვალდებულების გარეშე.

ცნობისთვის, გასულ წელს სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ე.წ. ფაიზერგეითის საქმეზე, რომლის თანახმად, კომისიამ უკანონოდ თქვა უარი ფონ დერ ლეიენსა და "ფაიზერის" აღმასრულებელ დირექტორ ალბერტ ბურლას შორის ტექსტურ შეტყობინებებზე წვდომაზე.

 

დღის ამბები