24 ივნისი 2026,   21:32
ვრცლად
ჰაიტის მთავარ ციხეში შეიარაღებული ჯგუფები შეიჭრნენ და 4 000-მდე პატიმარი გაათავისუფლეს

ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის მთავარ ციხეში შეიარაღებული ჯგუფები შეიჭრნენ და 4 000-მდე პატიმრიდან თითქმის ყველა გაათავისუფლეს.

დაკავებულთა შორის იყვნენ ბანდის წევრები, რომლებსაც ბრალი 2021 წელს ქვეყნის პრეზიდენტ ჯოვენელ მოისის მკვლელობაში ედებოდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ორმხრივი სროლის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.

დღის ამბები