25 ივნისი 2026,   10:59
ვრცლად
კიევში ბალისტიკური რაკეტებით შესაძლო თავდასხმის გამო ღამით საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში ღამით გამოცხადდა, მათ შორის კიევში, ბალისტიკური რაკეტებით შესაძლო თავდასხმის გამო. აფეთქებები იყო მიკოლაივში.

ოდესაზე რუსული ჯარების მიერ საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის, 5 ბავშვია. ორი დღის წინ ოდესაზე დრონებით თავდასხმისას, ნაწილობრივ განადგურდა საცხოვრებელი შენობის რამდენიმე სართული, ნანგრევების ქვეშ მოყვა ათზე მეტი ადამიანი.

ბახმუტის მიმართულებით მდებარე სოფელ ივანივსკესთან სასტიკი ბრძოლების შესახებ იტყობინება უკრაინის აღმოსავლეთ ძალების წარმომადგენლობა. პრესსამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ოკუპანტები ჩასივ-იარის დასახლების ხელში ჩაგდებას, ჯერჯერობით, უშედეგოდ ცდილობენ.

დღის ამბები