25 ივნისი 2026,   09:52
ვრცლად
ნავალნის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად "უეცარი სიკვდილის სინდრომი" დასახელდა

ნავალნის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად "უეცარი სიკვდილის სინდრომი" დასახელდა. ოჯახს მის ცხედარს არ უბრუნებენ, - ამის შესახებ რუსული გამოცემა Meduza ალექსეი ნავალნის თანაგუნდელებზე დაყრდნობით წერს.

Meduza აღნიშნავს, რომ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში ასეთი დიაგნოზი არ არსებობს.

სალეხარდში მდებარე საგამოძიებო კომიტეტი აღნიშნავს, რომ ნავალნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, ნავალნის ადვოკატს კი უთხრეს, რომ გარდაცვალების მიზეზი ამ მომენტისთვის დადგენილი არაა.

დღის ამბები