24 ივნისი 2026,   22:57
ვრცლად
ნიუ-იორკის სასამართლომ ტრამპს $355 მილიონის რაოდენობის ჯარიმა დააკისრა და 3 წლით ბიზნესსაქმიანობა აუკრძალა

ნიუ-იორკის სასამართლომ ტრამპს 355 მილიონი დოლარის რაოდენობის ჯარიმა დააკისრა და 3 წლით ბიზნესსაქმიანობა აუკრძალა. მოსამართლემ დაადგინა, რომ ტრამპის ორგანიზაცია საკუთარი უძრავი ქონების ფასს ხელოვნურად ზრდიდა და, ამ გზით, შეღავათიანი საბანკო კრედიტებით სარგებლობდა.

ნიუ-იორკის პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტს თაღლითობაში, დოკუმენტების გაყალბებასა და ცრუ ფინანსური ანგარიშების შედგენაში სდებს ბრალს. თავად ტრამპი კი ბრალდებას უარყოფს.

"მოსამართლის გადაწყვეტილება ძალიან დიდი, უსამართლო ტყუილია თუმცა, მეც და ალბათ ბევრი თქვენგანიც ელოდებოდა ამგვარ განაჩენს. ჩვენ გვყავს სრულიად კორუმპირებული პროკურორი, რომელიც სრულყოფილი კომპანიის შექმნისთვის 355 მილიონ დოლარს მახდევინებს. ნიუ-იორკი, რომელსაც ხედავთ, დიდი წილი ჩემი შექმნილია.

ეს ბინძური კამპანია, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს, ცხადია, ბაიდენის გამო მიდის. ჩემს ბიზნესში არანაირი თაღლითობა არ ყოფილა, ყველა ბანკმა მიიღო თავისი ფული 100%-ით, ამას ის ადამიანებიც მოწმობენ, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი და ეს თავად მოსამართლემაც კარგად იცის. კორუმპირებული სასამართლო უხეშად ცდილობს არჩევნებში ჩარევას, რისი უფლებაც მას არ უნდა ჰქონდეს.

ისინი იყენებენ ამ ინსტრუმენტს იარაღად პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ, იმ ოპონენტის წინააღმდეგ, რომელიც გამოკითხვით მათ უსწრებთ და ყოველთვის ასე იქნება, რადგანაც მე ვეჯიბრები ადამიანს, რომელსაც ორი წინადადების გადაბმულად თქმაც კი არ შეუძლია. მან არც კი იცის, რას აკეთებს. ამ კაცის გამო, მესამე მსოფლიო ომს ვუახლოვდებით. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებში,"- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები