25 ივნისი 2026,   09:52
ვრცლად
ჩილეში ტყის ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

10 დაღუპული და ათასამდე დაზიანებული ან დამწვარი სახლი - ჩილეში, ტყის ხანძრის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხანძარი ქვეყნის ცენტრალურ, ვალპარაისოს რეგიონში მძვინვარებს.

ოფიციალური ინფორმაციით, დამწვარია 7 000-მდე ჰექტარი. მეხანძრეები ხანძრის 160-მდე კერას ებრძვიან. სამუშაოებს მაღალი ტემპერატურა და ქარი აფერხებს.

დღის ამბები