რა კავშირი აქვს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეს, ე.წ კანონიერ ქურდ, ნოდარ შუკაკიძესთან - "პრაიმტაიმის" მიერ გავრცელებული ფოტომასალით ირკვევა, რომ ეძგვერაძე, რომელიც შუკაკიძესა და მის გარემოცვას პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებდა, სწორედ ე.წ კანონიერი ქურდის მეჯვარეა.
მეორე ფოტოში, რომელსაც "პრაიმტაიმი" ავრცელებს, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, კანონიერი ქურდის გარემოცვასთანაა გადაღებული. ამავე ინფორმაციით, ეძგვერაძე წარსულში მკვლელობის მცდელობისთვის იყო ნასამართლევი, თუმცა ის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებით გათავისუფლდა, მოგვიანებით კი "ნაციონალურ მოძრაობაში" გაწევრიანდა და საკრებულოს დეპუტატიც გახდა.