24 სექტემბერი 2026,   17:55
ვრცლად
ორი "ლუზერის" გაერთიანებით, ცხადია, ვერაფერი და არაფერი შეიცვლება - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე "ნაციონალური მოძრაობის" და "სტრატეგია აღმაშენებლის" გაერთიანებას ეხმაურება. მისი შეფასებით, "ორი "ლუზერის" გაერთიანებით, ცხადია, ვერაფერი და არაფერი შეიცვლება." 

"ყველაზე დიდი პრობლემა დღეს რაც ოპოზიციის მხარეს არის, ეს არის ფუნდამენტური პრობლემები. არ ვიცი, ეს ადამიანები ვერ ხედავენ ან არ უნდათ დაინახონ, თუ რაშია მათი ძირითადი პრობლემები. ან ანალიზს არ აკეთებენ, თუმცა არ მინდა ამ სიღრმეებში შევიდე.

ორი "ლუზერის" გაერთიანებით, ცხადია, ვერაფერი და არაფერი შეიცვლება. ეს მათი გადასაწყვეტია, ვინ ვისთან გაერთიანდება, როგორ გაერთიანდება და რა ფორმულით წარდგებიან არჩევნებზე. ყველაზე მთავარი ჩემთვის, როგორც ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანისთვის, მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის მოქალაქეების ხვალინდელი დღე.

საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის მშვიდობის და სიმშვიდის ფასი და ყოველთვის მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის," - აცხადებს კახა კალაძე.

ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაცია გუშინ ჩატარდა, სადაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "სტატეგია აღმაშენებელმა" ერთობის შესახებ განცხადება გააკეთეს.

 

 

დღის ამბები