აშშ-ში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, გაეროს 81-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე "მშვიდობით მოპოვებული კეთილდღეობა" სამუშაო შეხვედრები გამართა.
"გაეროს 81-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე "მშვიდობით მოპოვებული კეთილდღეობა" შევხვდი სენატორ სტივ დეინსსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს.
საქართველოს მონაწილეობა აღნიშნულ ფორუმზე ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ როლს გლობალურ კონტექსტში მშვიდობისა და კეთილდღეობის განვითარების საქმეში," - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.